პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი - მთავარია აქციები არ შეწყდეს, თუმცა კორექტივი შევიტანეთ

03.03.21 15:20


„ქართული ოცნება“ დასავლეთთან კონფრონტაციას ეძებს, რადგან მათ რუსეთი უნდათ - კორექტივი შევიტანეთ, მაგრამ მთავარია აქციები არ შეწყდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემის განცალკევება გამორიცხულია.

 

„კონფრონტაციას ეძებენ დასავლეთთან, მათ უნდათ რუსეთი, უბრალოდ, ხალხის ეშინიათ, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეს რეფერენდუმ ჩატარებული ქვეყანაა.

ხალხის მოთხოვნა დასავლური სივრცეა“, - განაცხდა ჩარკვიანმა.

 

მისივე განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოლაპარაკებებში ჩართვა ნიშნავს, რომ „დასავლეთს საქართველოს დაკარგვა არ უნდა“.

 

„ძალიან კარგია, რომ ჩაერთო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დაკარგვა დასავლეთს არ უნდა! მე მივეკუთნები იმ რიცხვს, რომ მთავარია აქციები არ შეწყდეს, თუმცა კორექტივი შევიტანეთ. გამომდინარე იქიდან, რომ იმ ძალიან პატივცემულმა ადამიანმა დაინახოს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული არ არის. პოლიტპატიმრები და ვადამდელ არჩევნებს მე ამას ვერ განვაცალკავებ, გამორიცხულია! დავსხდეთ, კი ბატონო დავილაპარაკოთ, ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები