საზოგადოება

საქართველოს რეიტინგი Freedom house-ის ყოველწლიურ ანგარიშში გაუარესდა

03.03.21 16:00


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით - "თავისუფლება მსოფლიოში 2021"-, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუარესდა. 

 

საქართველო კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის. მისმა საერთო რეიტინგულმა ქულამ კი 60(100) შეადგინა.


ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური უფლებები 23(40) ქულით ფასდება, სამოქალაქო თავისუფლება კი 37- ით(60).

 

Freedom house-ის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ დემოკრატიული ტრაექტორია ქვეყანაში 2012-2013 წლებში გაუმჯობესდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვალა.

 

"ოლიგარქიული მმართველობა გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო კანონის უზენაესობა ქვეყანაში პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული."-, ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ქვეყნის თავისუფლების ხარისხის განმსაზღვრელი რამდენიმე კატალიზატორია განხილული.

მათ შორისაა, საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური პლურალიზმი, სამოქალაქო უფლებები, კანონის უზენაესობა.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქულები და სტატუსი არ ასახავს ვითარებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს საკითხები ცალკე ანგარიშშია განხილული.

 

სტატისტიკურად, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეფასება ბოლო წლებში უარესდება. 2020 წელს ქვეყანას 61 ქულა მიენიჭა; 2019 წელს ეს მაჩვენებელი 63 იყო; 2017-18 წლებში კი-64.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები