პოლიტიკა

რუსთავის ციხისკენ მსვლელობა გაიმართება - ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს

04.03.21 11:00


ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალა.


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 4 მარტს დაგეგმილ აქციას, მანქანების მსვლელობის სახე ექნება.

 

ოპოზიციამ ასევე გააუქმა 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირების გეგმაც.

 

„იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ იმ რიტორიკის საშუალება, რომელიც მას აქვს, არ მივცეთ საშუალება, ჩაშალოს მოლაპარაკებები, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს.

მათ შორის, რეფორმატირებას მოვახდენთ ამ აქციების, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ხელისუფლება ჩართული იმაში, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ.

 

ხვალინდელ აქციას რაც შეეხება, ჩვენ ვფიქრობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას გავივლით სხვა ლიდერებთანაც, ეს იყოს აქცია მანქანების აქცია-მსვლელობა, მათ შორის, რუსთაველზე და კანცელარიასთან“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განმარტებით, ფორმების შეცვლის პარალელურად, პროტესტი გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები