პოლიტიკა

ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის - ნათია თურნავა

04.03.21 12:40


„ნამოხვანჰესის“ მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისთვის - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების 70% არის აშენებული საბჭოთა პერიოდში, ამიტომ ისინი უკვე ამორტიზებულია. ახალი ჰესების მშენებლობა კი სწორედ ამ მიზნითაა განპირობებული -"ჩვენი ამოცანაა, განვაახლოთ ეს სიმძლავრეები და მზარდი ეკონომიკის პირობებში, არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოს კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით",- განაცხადა თურნავამ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზეც, რადგან არ მოხდება თანხის გადინება სხვა ქვეყნებში - "მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი მაქსიმალურად უნდა რჩებოდეს სახელმწიფოში, ხმარდებოდეს ადგილობრივ ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს"-, განაცხადა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თურქულ კომპანია „ენკა-ს“ ხეობა 99 წლიანი ვადით გადასცა.

 

მოსახლეობა ჰესის მშენებლობას კვლავ აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია “ენკა-ს" მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები