პოლიტიკა

„ეპიდვითარება თუ გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები ისევ დავაბრუნოთ“ - პრემიერი

04.03.21 14:00


„უნდა გვახსოვდეს, რომ ვითარება თუ გაუარესდება ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმისთვის, რომ არ მოხდეს რეგულაციების კვლავ დაწესება, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა.

 

პრემიერმა მოსახლეობას თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, რომ პირბადე ატარონ.

 

„ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადე ატარონ. მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება.

 

პირბადის ტარება არის აუცილებელი და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენ შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები. ეს ყველა ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონომიკა. მეორეს მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ ვითარება თუ გაუარესდება ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ“, - დასძინა პრემიერმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები