პოლიტიკა

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ვალდებულებები სრულად შეასრულა“ - ჰანს კლუგე ვაქცინაზე

04.03.21 17:00


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის ჰანს კლუგეს განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ „კოვაქს“ პლატფორმასთან ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. 


„ჯანდაცვის მინისტრმა და ეკატერინე ტიკარაძემ, ისევე, როგორც მთავრობამ, ყველა ვალდებულება სრულად შეასრულა. ვიცი, რომ იყო ამ საკითხზე მედიაში გარკვეული გაუგებრობა. „კოვაქს“ პლატფორმამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ვაქცინების მიწოდება. ეს რთული პროცესია.

 

სატელეფონო კომუნიკაცია შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ტედროს გებრეიესუსს შორის ამ საკითხზე გასულ კვირას. დღესაც გვაქვს კომუნიკაცია UNICEF-თან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

 

ვაქცინის მიღებამდე მან საქართველოს მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენი გზავნილია მოსახლეობისადმი დაიცვან რეგულაციები, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ქვეყანამ“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები