ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

25.03.21 17:40


ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 


სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

 

ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ღონისძიებებზე, ხაზი გაუსვა რა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის დახმარება ჯანდაცვას სფეროში, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა დროულად ჰქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებს. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ადამიანური კაპიტალის სფეროში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დონორია.

 

როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი რეფორმის წამოწყება, რომელშიც, შესაძლოა, ჩაერთონ სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც.

 

შეხვედრის დასასრულს, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი პარტნიორები კვლავ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები