პოლიტიკა

იან კელი - ნატო-ს სჭირდება საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო

05.04.21 10:00


ნატო-ს სჭირდება საქართველო - საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ის.

 

„ნატო-ს სჭირდება საქართველო - საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო და ჰყავს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ამ ორის წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც ამის მისაღწევად მუშაობს", -აცხადებს ყოფილი ელჩი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა და რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ის.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები