პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი მაზნიაშვილი იმ ძალზე იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია

06.04.21 10:30


დღეს დაუმარცხებელ გენერლად წოდებული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. ჩვენ დიდ მხედრულ ტრადიციებზე აღზრდილმა გენერალმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის მშენებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.

 

მისი თქმით, გიორგი მაზნიაშვილი თავისი გმირული ცხოვრების ისტორიით მუდამ სანიმუშოდ დარჩება ქართველი მებრძოლებისათვის, ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა.

 

„დღეს დაუმარცხებელ გენერლად წოდებული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. ჩვენ დიდ მხედრულ ტრადიციებზე აღზრდილმა გენერალმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის მშენებლობაში.

 

განსაკუთრებული ორგანიზაციული და სტრატეგიული ნიჭით დაჯილდოებული მეთაური ამავე დროს პირადი მამაცობის, სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი იყო თანამებრძოლებისთვის. იგი იმ ძალზე იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია.

 

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!“ - ეს არის სიტყვები ადამიანისა, რომელიც ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა.

 

თავისი გმირული ცხოვრების ისტორიით იგი მუდამ სანიმუშოდ დარჩება ქართველი მებრძოლებისათვის, ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები