პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატოში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა მისი შეჩერება არ შეუძლია

07.04.21 10:45


საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატოში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა მისი შეჩერება არ შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

 

ჟურნალისტი დაინტერესდა, მიაღწევს თუ არა უკრაინა ნატოს წევრობას იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

 

„შემთხვევით არ დაწყებულა კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში და მოხდა ყირიმის ანექსია. იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებში, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. მე უპირველეს ყოვლისა საქართველოზე ვსაუბრობ. ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, მაგრამ მისი შეჩერება არ შეუძლია.

ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება“,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები