საზოგადოება

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა

12.04.21 15:20


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა.

 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 7 მძიმე იყო.

 

„ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებების და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია შესაბამისი ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა გამოვლინდება. ამ დროისთვის ასეთი გვერდითი მოვლენა ოფიციალურად აღნუსხულია 34, იქედან 7 უფრო მძიმე იყო დანარჩენი ნაკლებად მძიმე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი. გუშინ 928 პირი აიცრა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აცრის საშუალო მაჩვენებელი 1200-ის ფარგლებშია.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები