პოლიტიკა

უკრაინის საელჩოსთან გამართულ სოლიდარობის აქციას უკრაინის ელჩი შეუერთდა

12.04.21 16:00


უკრაინის საელჩოსთან გამართულ სოლიდარობის აქციას უკრინის ელჩი იგორ დოლგოვიც შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს უკრაინის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის.


„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას. ქართველები და უკრაინელები ერთიანები არიან თავიანთ ამბიციებსა და გეგმებში, რომ გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები და განვსაზღვროთ ჩვენი საკუთრი მომავალი მოსკოვისგან ინსტრუციებისა და ზეგავლენების გარეშე. ჩვენ ერთად ვართ, დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ, ერთად ყველა პრობლემას გადავლახავთ.

 

საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყოველთვის მტკიცეა. მინდა აღვნიშნო პრეზიდენტ ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა რამდენიმე დღის წინ. ეს იყო უკრაინის მიმართ გამოხატული ძალიან მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს.

 

სამწუხაროდ, უკრაინასა და საქართველოს მსგავსი პრობლემა აქვს: აგრესია და ოკუპაცია და ჩვენ ამ პრობლემებს ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - აღნიშნა ელჩმა.

 

უკრაინის საელჩოსთან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უკრაინის სოლიდარობის აქცია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ორგანიზებით გაიმართა. აქტივისტებმა რუსული აგრესია დაგმეს და ოკუპაცია გააპროტესტეს.

 

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსული არმია უკრაინის საზღვრებთანაა მობილიზებული და არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები