საზოგადოება

„ამ ეტაპზე არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“ - გამყრელიძე

13.04.21 10:45


„ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციის დროს ამ ეტაპზე არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოში კოვიდ 19-ის მესამე ტალღა უკვე დაწყებულია. გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ვირუსის კლასტერული გავრცელებაა.

 

„ჯერ გვაქვს კლასტერული გავრცელება სხვადასხვა რეგიონებში. 17-მდე ასეთი კლასტერია იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აღმოსავლეთ საქართველოში პატარ-პატარა კლასტერები გვაქვს.

 

ამ ეტაპზე ყველა ეს კლასტერი მართვადია ანუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ამ გავრცელებას მართავენ. ჯერჯერობით ფართო გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გვაქვს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ დადგეს მესამე ტალღა თუ ეს რეკომენდაციები დაცული არ იქნება.

 

დიახ, მიჯნაზე ვართ და მესამე ტალღა დაწყებულია, რამეთუ ბოლო 20 დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა რიცხვი მერყეობს 500-დან 800-ის ფარგლებში ყოველდღიურად.

 

შეზღუდვების დაწესება არავის არ უნდა, არც საკოორდინაციო საბჭოს, არც მოსახლეობას, არავის დამატებითი შეზღუდვა არ უნდა. დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობა, რომ არ დადგეს აუცილებელია სწორად აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რომელიც ამ ეტაპზე მოქმედებს. ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციის დროს ამ ეტაპზე არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები