პოლიტიკა

ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა ოპოზიციის ბრალია - შალვა პაპუაშვილი

13.04.21 13:20


"ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ნიკა მელია პატიმრობაშია, ამაში ოპოზიციას მიუძღვის ბრალი. მისი განმარტებით, მმართველი გუნდის წინადადება იყო, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია გამოეცხადებინათ, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამაზე უარი განაცხადეს:


"სასამართლო კანონიერ ფარგლებში წარიმართება. ჩვენი წინადადება იყო, რომ ამნისტია გამოგვეცხადებინა 20 ივნისთან დაკავშირებით და ამას არ დათანხმდნენ ჩვენი ოპონენტები ასე, რომ თუკი ვინმე წვლილი მიუძღვის იმაში, რომ როგორც ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ასევე იმ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც საერთოდ არ ახსენებენ თვითონ, არადა იმ საღამოს იყენებდნენ თვითონ ამ ძალადობისთვის, ის, რომ ეს საკითხები არაა გადაწყვეტილი, ოპოზიციას მიუძღვის ბრალი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები