პოლიტიკა
13.04.21 14:00
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, უკრაინაში საკმაოდ სახიფათო მოვლენები მიმდინარეობს, რაც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, რასაც ბოლო პერიოდში ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზება დაემატა. ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ნათლად ვხედავთ რუსეთის ჩვეულ და სახიფათო ქცევას, რაც კონფლიქტის უკიდურესად დაძაბვასა და ესკალაციაში მდგომარეობს.
საქართველოსა და უკრაინას მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ და ასევე, საერთო სამომავლო გეგმები აქვთ.
ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე კარგი გამოხატულებაა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიზნების ერთობლივი განხორციელება, როგორიცაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. შესაბამისად, მეგობარ უკრაინასა და ჩვენს კოლეგებს რადაში, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვუდასტურებთ სოლიდარობასა და მზაობას, ვიყოთ ერთიანი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნების ინტერესების დაცვაში რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების წინააღმდეგ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობად იქცა როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის.
„რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ საფრთხის შემცველია არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ურთიერთობების გაღრმავებას ნატოსა და უკრაინას შორის და ვემხრობით შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელიც მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტად მიგვაჩნია.
ასევე, მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი. უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს რუსეთის აგრესიის პირისპირ.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საერთაშორუისიო საზოგადოებას, რომ გააგრძელოს უკრაინასა და საქართველოში მშვიდობისა და სუვერენიტეტის ქმედითი მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0129.03.24
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24