საზოგადოება

პაატა იმნაძე რეინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

13.04.21 15:00


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევების შესახებ საუბრობს და განმარტებას აკეთებს.

 

იმნაძის თქმით, რეინფიცირების დადგენა არ არის მარტივი საკითხი, რადგან გენეტიკური ანალიზების შედარება უნდა მოხდეს.

 

„ახლა 19 შემთხვევაა კვლევაში. არ არის ამის დადასტურება მარტივი, იმიტომ რომ ორივე შტამი უნდა იყოს, მათი გენეტიკური ანალიზი უნდა გაკეთდეს და მოხდეს შედარება.

 

ჯერჯერობით რაც არის დადასტურებული, შეცვლილია შტამი, ოღონდ ეს არ არის ახალი შტამი. ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე, რომ გადადის რაღაც პატარა რამ იცვლება, რთულია ახსნა, „სნიპები“ ჰქვია მაგას, სწორედ ეს „სნიპები“ იცვლება.

იმით დგინდება, როცა შეცვლილია და არ არის იგივე. სულ ასეთი 100-მდე შემთხვევაა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები