პოლიტიკა

"ქართულ ოცნებასთან" არავითარ შეთანხმებაზე საუბარი აღარ იქნება - უდუმაშვილი

13.04.21 17:20


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი აღარ იქნება, რადგან სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯების გადადგმას არ გეგმავს.


„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს საზოგადოებას პირდაპირი გზავნილი გაუგზავნა, არ ვაპირებ არავითარი შეთანხმების გაფორმებას ოპოზიციასთან და არავითარი შეთანხმების მიღწევასო.

 

ტოვებენ პოლიტიკურ პატიმრებს საპყრობილეში.

 

ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დღეს ჩვენთვის მთავარი სიგნალი იმისთვის, მივდივართ თუ არა შეთანხმებისკენ თუ პირიქით-დაპირისპირებისკენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ თავისი გზა აირჩია"- აღნიშნა უდუმაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები