პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული

16.04.21 18:00


იმ დოკუმენტში, რომელიც დანიელსონმა შემოგვთავაზა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ იყო არცერთი წინადადება მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება „არჩევნების გაყალბების“ შესახებ არის უსაფუძვლო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება „არჩევნების გაყალბების“ შესახებ არის უსაფუძვლო და ის არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს, ხელს ვაწერთ დანიელოსნის შემოთავაზებულ დოკუმენტს და ასევე „ქართული ოცნება“ მზად არის, პარლამენტში გადაიტანოს პროცესი და იქ ყველა პირობა, რომელზეც ოპოზიციაც მოაწერს ხელს, შესრულდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები