პოლიტიკა

გივი მიქანაძემ განმარტა, რა საკითხები განიხილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე

19.04.21 11:45


დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. კახა კუჭავას ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკვე სტრასბურგშია. სესიაზე მსჯელობის მთავარი თემები იქნება გლობალური პანდემია და COVID-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ასევე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

 

„დებატები გაიმართება თემაზე „კოვიდ-პანდემიის წინაშე მდგარი სახელმწიფოების გამოწვევები“, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. ასევე განვიხილავთ საკითხს, რომელიც რუსეთის მხრიდან ევროპისთვის მომდინარე საფრთხეებს ეხება. დღის ბოლოს იქნება მნიშვნელოვანი დებატები თემაზე „ეთნიკური უმცირესობების უფლებები ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, სადაც მე მექნება სიტყვით გამოსვლა. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას მიმოვიხილავ და მივაწვდი ინფორმაციას კოლეგა პარლამენტარებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები