პოლიტიკა

რან გიდორი - მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სახის კომპრომისს, რომელიც საქართველოს ისეთი მომავლისკენ წაიყვანს, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს

19.04.21 13:20


დარწმუნებული ვარ, რომ ქართველს ხალხს და ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას აქვთ რესურსები და სურვილი, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი გადალახონ და ქვეყანა კეთილდღეობის გზით წაიყვანონ, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„ისრაელში ბოლო 2 წელიწადში 4 არჩევნები გვქონდა. ასე რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდს გადის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხსა და ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას აქვთ რესურსები და სურვილი, რომ ეს კრიზისი გადალახონ და ქვეყანა კეთილდღეობის გზით წაიყვანონ,“- აღნიშნა დიპლომატმა.

 

მისი თქმით, უცხოელი დიპლომატები ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ვერ უკარნახებენ, რა გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

 

„დაპირისპირებული მხარეები უნდა დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებას, რასაკვირველია საქართველოსთვის კარგი გვსურს და ვასურვებთ საქართველოს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი გადალახოს,“- აღნიშნა ელჩმა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი სახის შეთანხმება ნებისმიერ ორ მხარეს შორის გარკვეული ხარისხის კომპრომისს მოითხოვს, ვინ უფრო მეტად უნდა დათმოს, ეს მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ.

 

„ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სახის კომპრომისს, რომელიც საქართველოს ისეთი მომავლისკენ წაიყვანს, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს,“- აღნიშნა ელჩმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები