საზოგადოება

დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ საქართველოში გამწვანების აქცია გამართა

19.04.21 14:40


დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, არტოს ბაღში, ისრაელის საელჩოს ინიციატივით, სხვადასხვა სახეობის 15 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა მიიღეს.

 

„მოხარული ვარ შევუერთდე ისრაელის ელჩის ინიციატივას. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, არტოს ბაღს დაერქვა გია ყანჩელის სახელი და მუნიციპალიტეტი ახლო მომავალში გეგმავს ამ პარკის რეაბილიტაციას.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ახალი მწვანე ნარგავების გაჩენა და ბევრი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ. მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია კერძო პირების მხრიდან, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს გამწვანებას“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

 

ცნობისთვის, გამწვანების აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა ტოგონიძემ და მოხალისეთა ჯგუფმაც მიიღო.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები