პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - არ დავეთანხმებით არანაირად პოლიტიკურ ჩარევას მართლმსაჯულებაში, ეს არის პრინციპული საკითხი

19.04.21 16:20


არ დავეთანხმებით არანაირად პოლიტიკურ ჩარევას მართლმსაჯულებაში! ეს არის პრინციპული საკითხი! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნებისმიერ სისხლის სამართლებრივ საქმეზე, სადაც ოპოზიციას მომავალში შეიძლება ჰქონდეს მცდელობა, რომ ესეც პოლიტიკურად შეფუთონ და პოლიტიკურ სტატუსს შეაფაროს ვინმემ თავი, რითაც მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა სცადოს, მმართველი გუნდი არ მიიღებს და არ დაუშვებს.

 

„მთელმა საზოგადოებამ დაინახა ის, რომ ერთ შემთხვევაში ადამიანი, მთელი საზოგადოების თვალწინ მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტის, პარლამენტზე შეტევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის არის გასამართლებული გახდა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების საკითხი. ვხედავდით, რომ ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა ამ საქმეების გამო ქვეყანას მაქსიმალური ტალახი და დისკრედიტაცია შეხვედროდა, ეს არის უპასუხისმგებლობა და ვიწრო პარტრიული ინტერესების გატარება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით ის, რაც არის მარტივი ჭეშმარიტება ყველა სამართლებრივ და ევროპულ სახელმწიფოში, რომ სისხლის სამართლებრივ საქმეებს არ შეიძლება პოლიტიკური მოგვარება ჰქონდეთ და არ შეიძლება პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანების დანაშაულთან, დაპატიმრებასთან თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ზუსტად ამას ემსახურებოდა ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ვამბობთ, რომ არა მხოლოდ ამ ორ, არამედ, ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლებრივ საქმეზე, სადაც ოპოზიციას მომავალში შეიძლება ჰქონდეს მცდელობა, რომ ესეც პოლიტიკურად შეფუთონ და პოლიტიკურ სტატუსს შეაფაროს ვინმემ თავი, რითაც მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა სცადოს, ჩვენ არ მივიღებთ და არ დავუშვებთ! არ დავეთანხმებით არანაირად პოლიტიკურ ჩარევას მართლმსაჯულებაში. ეს არის პრინციპული საკითხი და ეს არის ის, რაზეც საქართველოს მომავალი, კანონის უზენაესობის პრინციპი, რაზეც ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა ავაშენოთ. სხვაგვარად ჩვენ არ გვექნება სამართლებრივი სახელმწიფო და პოლიტიკაში ჩვენ ყოველთვის მივიღებთ სურათს, როდესაც დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები თავს შეაფარებენ პოლიტიკას და დესტრუქციულს, ტოქსიურს გახდიან, რასაც ჩვენ ამ თვეების მანძილზე ვხედაავდით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები