პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: კვლავ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეთანხმებას შეუერთდნენ და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანონ

28.04.21 10:30


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მიესალმება.

 

„დღეს, ოპოზიციური პარტიებიდან ხელმომწერები პარლამენტში შევიდნენ და საქართველოს მოქალაქეების სახელით საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღეს. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და კანონპროექტს ამზადებენ, რომელიც მიმართულია პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის აღმოფხვრაზე. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა ამ ვალდებულების განსახორციელებლად. ეს რთული გადაწყვეტილებები იყო, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიმამაცეს მოითხოვდა. შემდეგ ნაბიჯებს ველოდებით შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, რათა საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგი წინ წაიწიოს.

კვლავ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეთანხმებას შეუერთდნენ და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანონ, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები