პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ისინი მხოლოდ დარეგისტრირდნენ პარლამენტში, როგორც ჩანს, ერთადერთი ინტერესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ, იყო გიორგი რურუას გამოშვება, ახლა ნიკა მელიას გამოშვება

29.04.21 16:00


ისინი მხოლოდ დარეგისტრირდნენ ამ პარლამენტში, ერთადერთი ინტერესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ, როგორც ჩანს, იყო გიორგი რურუას გამოშვება, ახლა ნიკა მელიას გამოშვება - განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ ხელმოწერისთანავე, მისი ხელმომწერები მონაწილეობენ საპარლამენტო საქმიანობაში.

 

„შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ ხელმოწერისთანავე, მისი ხელმომწერები იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ გადის დრო და ისინი მხოლოდ დარეგისტრირდნენ ამ პარლამენტში, მეორე მხრივ აჩვენეს საერთოდ რა ინტერესი აქვთ საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. როგორც ჩანს, ერთადერთი ინტერესი იყო გიორგი რურუას გამოშვება, ახლა ნიკა მელიას გამოშვება. ეს არის მთავარი ინტერესი, მოლაპარაკების დროსაც ჩანდა, რომ მათ ჰქონდათ ორი მთავარი საკითხი, რატომაც ვერ ხდებოდა შეთანხმება - სისხლის სამართლის საქმეები და რიგგარეშე არჩევნები, სხვა არაფერი. მათ არც რეფორმა აინტერესებთ, არც რამე სხვა საკითხი. მათი ინტერესი მიმართულია იმაზე, ვინ გამოვა ციხიდან, ვინ არ გამოვა. ისინი დაზარალებულ სამართალდამცველებს დაზარალებულადაც კი ვერ ხედავენ. ეს აჩვენებს, რომ მათ არც პანდემია აინტერესებთ და არც ის რეალური პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები