საზოგადოება

ურწმუნოები გვთავაზობენ ყოფას, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნებათ რობოტებს — ილია მეორე

03.05.21 12:00


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სიტყვებით, “ურწმუნოები ისეთ ყოფას გვთავაზობენ… სადაც დომინანტური ფუნქცია ექნებათ რობოტებს”. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს–პატრიარქის, ილია მეორის, ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეში.

ილია მეორის თქმით:

 

“ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”.

 

ამავე ეპისტოლეში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დასძენს, რომ “ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება” და საუბრობს საქართველოს საზოგადოების ნაწილისა და “ზოგიერთი მედია-საშუალების” მხრიდან “მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაზე” ეკლესიის მიმართ.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები