პოლიტიკა

"დიდი შვიდეული" რუსული პროპაგადისა და დეზინფრომაციის წინააღმდეგ მექანიზმის შექმნაზე იმსჯელებს

03.05.21 13:20


Reauters-ის ინფორმაციით, დღეს, "დიდი შვიდეულის" (G7) წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნითი შეხვედრა გაიმართება.


მხარეები ისაუბრებენ მექნიზმის შემქნაზე, რომელიც რუსული პროპაგადისა და დეზინფრომაციის წინააღმდეგ იმუშავებს.

 

ბრიტანეთი, აშშ და ევროპის უსაფრთხოების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ უნდობლობის დათესვას დასავლეთში, არჩევნებში დეზინფორმაციის გავრცელებით ან COVID-19 ვაქცინების შესახებ ტყუილების თქმით.

 

რუსეთი უარყოფს ჩარევას მის საზღვრებს მიღმა და ამბობს, რომ დასავლეთი ანტირუსულმა ისტერიკამ მოიცვა. რაც შეეხება ჩინეთს, აქ აცხადებენ, რომ დასავლეთი მოძალადეა.

 

ბრიტანეთმა რუსეთი დაასახელა, როგორც მისი უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე, თუმცა იგი ჩინეთს განიხილავს როგორც მის უდიდეს გრძელვადიან გამოწვევას, სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ თვალსაზრისით.

 

ორშაბათს რააბი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები