პოლიტიკა

ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი რამდენიმე დღით - უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო

03.05.21 14:00


20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის პროექტების ბიუროზე ინიცირება და საკომიტეტო განხილვის პროცესის დაწყება რამდენიმე დღით - უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო.

 

როგორც “ინტერპტრსნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროზე გავა, რომელიც უქმე დღეების დასრულებისთანავე გაიმართება.

 

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება.

 

არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, რაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო აქტივობა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, არც მომავლი კვირისთვის ჩასატარებელი პლენარული სხდომა.

 

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები