პოლიტიკა

„თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის“ - კახა კუჭავა

03.05.21 15:00


„თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის - ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მსოფლიო პრესის დღესთან დაკავშირებით აცხადებს.


„მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელ საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.

 

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის - ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.

 

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას“, - აცხადებს კუჭავა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები