პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამუშაო შეხვედრით ეწვია

04.05.21 11:00


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს სამინისტროში შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

 

გერმანიის ელჩმა შეხვედრაზე ისაუბრა ბოლნისის მუნიციპალეტეტში გერმანელების ისტორიული დასახლებების შესახებ, სადაც რამდენიმე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისი თქმით, გერმანული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მოხდეს მოცემულ რაიონში რამდენიმე სახლის რეაბილიტაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ამგვარ პროექტს გერმანული მხარე განახორციელებს, კარგი იქნება, თუკი გერმანელ გამოცდილ რესტავრატორებთან ერთად პროცესში ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან, რომლებისთვისაც ეს გამოცდილების მიღების კარგი საშუალება იქნება.

 

ჰუბერტ ქნირში ასევე შეეხო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასა და იუნესკოს გადაწყვეტილებით თბილისის 2021 წლის წიგნის დედაქალაქად დასახელების საკითხს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები