პოლიტიკა

დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენები უფრო და უფრო იზრდება - ლანდსბერგისი

04.05.21 11:30


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენები იზრდება.


"სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო, სხვადასხვა პრობლემები, ერთი საერთო ფენომენი. რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონში იზრდება. სომხეთში რუსი ჯარისკაცები აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად დგანან. ისე, რომ გაუგებარია აზერბაიჯანისგან საფრთხე არსებობს თუ არა, მაგრამ რუსეთს დამატებით ძალები შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან ის ლატვიაში 1940-იან წლებს მახსენებს.

 

44 წლიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანს თავის ტერიტორიაზე "მშვიდობისმყოფელები" ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენები უფრო და უფრო იზრდება.

 

საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთს ახალი ჯარისკაცები შეჰყავს და მათ ტერიტორიაზე ახალ ბაზებს აშენებს.

 

მთელ რეგიონს თუ დააკვირდებით, ჩანს, რომ რუსეთი ყველგან "კალინგრადს" ქმნის. რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას, ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევას.

 

ექსპერტები სამივე ქვეყნიდან ერთხმად თანხმდებიან, რომ შეერთებული შტატების გასვლა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერება, რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის.

 

სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას მეტი ევროპა სჭირდება.

ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელის შეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, შუამავლობა - როგორც, ეს საქართველოში იყო. ევროპა არის რბილი ძალა და სამხრეთ კავკასიას სწორედ ეს სჭირდება. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდება. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის წინ დაიწყო. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით უკან დასაბრუნებელ გზას, შესაძლოა მალე დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს.

 

P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა, რამდენიმე ინტერვიუ და 5 PCR ტესტი მქონდა. ახლა ყველაფერს ვალაგებ და ოდნავ ფეხზე ვდგავარ, მაგრამ თუ საჭირო იქნება, კვლავ შემიძლია ჩემოდნის ჩალაგება და უკან დაბრუნება"- წერს ლანდსბერგისი Facebook-ზე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები