პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

04.05.21 11:15


მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ არსებული შედეგები და სამუშაო გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ქვემო სამგორისა (კახეთი) და ზედა რუს (გორი, ქარელი) საირიგაციო სისტემების შიდა ქსელების სარეაბილიტაციო, ასევე, ალგეთისა და სიონის კაშხლების უსაფრთხოების მიმდინარე სამუშაოები შეაჯამეს.

 

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნების გეგმის, საირიგაციო ტარიფის რეფორმის და შპს საქართველოს მელიორაციის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებსაც.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს.

 

ცნობისთვის, ონლაინ გამართულ შეხვედრაში მსოფლიო ბანკის პროექტის ხელმძღვანელი პიერრიკ ფრავალი, მსოფლიო ბანკის ექსპერტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის, საქართველოში პროექტის განმახორციელებელი ერთეულის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები