პოლიტიკა

როლიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია, შტურმის მოწყობის ბრიგადირი - გია ვოლსკი ნიკა მელიაზე

04.05.21 13:00


უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ნიკა მელიას შტურმის მოწყობის ბრიგადირს უწოდებს და ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე ამ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის:

"გირაოსთან დაკავშირებით, არანაირი პოლიტიკური სხვა არ იქნება, პრაქტიკულად სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და უნდა გამოვიდეს. მაგრამ იმ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია, შტურმის მოწყობის ბრიგადირი. ესაა ის როლი ის ფუნქცია, რომელიც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. რაღაც სისულელეებს იგონებენ და უნდათ ამის გარშემო შექმნან გაურკვეველი სიტუაცია. აქ მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობის რესურსი არ გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და უნდა, რომ ყველა ჩაითრიოს იმ პროცესში, რომელიც თვითონ დაგეგმეს. ერთადერთი ამ სიტუაციაში მოგებული გამოდის გარეშე ძალა, რუსეთი და პრაქტიკულად ფეხაწყობით არის ის პოლიტიკა, რასაც აწარმოებს "ნაც.მოძრაობა" - აცხადებს ვოლსკი.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები