პოლიტიკა

თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

04.05.21 13:20


საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ვიზიტის საკითხი თბილისში, რომელიც ივნისში შედგება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები