პოლიტიკა

კახა კუჭავა კარლ ჰარცელს შეხვდა

05.05.21 17:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა გამართა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა კახა კუჭავას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

„შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სამომავლო გეგმები განიხილეს – კარლ ჰარცელმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს და მის იმპლემენტაციას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ის პირადად გაუწევს მონიტორინგს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

კახა კუჭავას თქმით, მას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები