პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩემთვის გაუგებარია, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას რა მოტივით მოითხოვს

06.05.21 15:00


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

„მათი შენიშვნები და ობიექტური ახსნა-განმარტებები აუცილებლად იქნებოდა მიღებული. რაც შეეხება პრეზიდენტთან მათ კონსულტაციას, ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას. აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან, რიგი მათგანი სწორედ საკონტიტუციო სასამართლოს მითითების მიხედვით არის შექმნილი და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. საინტერესო იქნება, როდესაც ისინი რეალური ოპონირების რეჟიმში შემოვლენ დაამტკიცონ, რაზეა დამყარებული ეს უკმაყოფილება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები