პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი

06.05.21 18:00


„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, მიზნად გვაქვს დასახული ძალიან ამბიციური გეგმა, ევროკავშირში 2024 წელს წევრობაზე განაცხადის დაყენება, - ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის განსხვავებულ და კიდევ უფრო მჭიდრო ეტაპზე გადადის. ჩვენი გეგმაა, შევქმნათ კონკრეტული პლატფორმები, იქნება ეს პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, თუ სოციალური მიმართულებით, რათა ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს. პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და გერმანიას ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა და როლი ამ პროცესში. ჩვენ ძალიან მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში განვიხილავთ ბერლინში ამ საკითხებს.

მომავალშიც კიდევ უფრო მეტად ვგეგმავთ თანამშრომლობას, დამატებითი ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში გერმანელი კოლეგების და ჩვენი გერმანიაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები