პოლიტიკა

პრეზიდენტმა ჩემი საუბრიდან ყველაფერი გაიგო - იაგო ხვიჩია

07.05.21 10:15


"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, დღეს , 6 მაისს, საქართველოს პრეზიდენტს , სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩიამ განაცხადა, პრეზიდენტმა მისი "საუბრიდან ყველაფერი გაიგო".მისივე თქმით , აქვს "ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაედება".


"ადმინისტრაციულ კანონში ადამიანის უფლებების შემზღუდავი და სისტემის უფლების გამაფართოებელი კანონი შემოდის. პოლიციელის უფლებები ფართოვდება. ფაქტობრივად,"ქართულმა ოცნებამ" გამოდის, რომ მოასწრო ამის ცვლილება, სანამ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. ყველგან გამოვთქვი ამ ამბავთან დაკავშირებით, ჩემი კრიტიკული აზრი, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა.

შემდეგ პრეზიდენტი "ფეისბუქზე" "დავთაგე" და მოვუწოდე, რომ ეს კანონპროექტი შეეჩერებინა, რადგან შარლ მიშელის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი საუბარი ყველაფერი გაიგო. თუმცა უტაქტოდ გამოვიდოდა მეკითხა, რას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით - თქო.

განწყობების სპეციალისტი მე არ ვარ, მაგრამ შემიძლია განვიხილო, რაღაც ქცევა ზოგადად ლოგიკასთან მიმართებით. ის თვითონ ხდის ამ თემას ძალიან მნიშვნელოვანს. მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ კანონს ვეტო დაედება", - განაცხადა ხვიჩიამ " პალიტრანიუსის" ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები