პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

07.05.21 10:30


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეხვდა.

 

მათივე ცნობით, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა „გირჩის“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელო – საქართველოსათვის“, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები