პოლიტიკა

პრეზიდენტის მოსალოდნელი ვეტო - შს მინისტრი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

07.05.21 15:20


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და გამკაცრებულ სანქციებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, შესაძლოა, ვეტო დაადოს.


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აღნიშნული საკითხის განსახილველად სალოემ ზურაბიშვილს ამ წუთებში ხვდება.

 

გუშინ პრეზიდენტთან მთელი დღის განმავლობაში მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ლიდერები მართავდნენ შეხვედრას. სწორედ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს ხელისუფლების ოპონენტებმა, რომ აღნიშნულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

 

ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებულ სანქციებს, გაზრდილ ჯარიმებსა და პატიმრობის ვადებს ითვალისწინებს.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები