პოლიტიკა

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც დაესწრებიან

10.05.21 10:30


10 მაისს გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც - ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით საარჩევნო რეფორმის კუთხით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.

 

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაში ძალიან ბევრი ცვლილებაა გასატარებელი.

 

"ახლა ჩვენ ვიკრიბებით, რადგან ძალიან ფართო სპექტრი ცვლილებების არის გასატარებელი საარჩევნო რეფორმის კუთხით. 10 მაისს გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც შემიძლია დავარქვა, რომ არის ქართული ინოვაციები, რომელიც ერთი მხრივ, იქნება იაფი, რომ დაინერგოს არჩევნების გაყალბების პრევენციისთვის, მეორე მხრივ, იქნება მარტივი, რომ დაინერგოს. მესამე მხრივ ოქტომბრამდე ამის დანერგვა შესაძლებელი იქნება, რომ ნაკლები ადამიანური ჩარევა იყოს არჩევნების, ხმის მიცემის, დათვლის და ყველა ამ პროცესში. მიხარია, რომ გადავერთეთ ისევ ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე", - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები