პოლიტიკა

„ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ჩვენს ქვეყანაზე კარგად არ აისახება“ - ლევან ხაბეიშვილი

10.05.21 12:40


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქვეყანაზე კარგად არ აისახება.


ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირი ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს პოლიტიკური დევნილი ჰყავს.

 

„ფაქტია, რომ ევროკავშირის ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაზე კარგად არ აისახება. რადგან ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ ევროკავშირი ცხადად აღიარებს, რომ პოლიტიკური დევნილი გვყავს. გირაოს კი არ იხდის, არამედ იცდის გამოსასყიდს.

 

შესაბამისად, ხელმოწერის დღესაც „ოცნებამაც“ აღიარა, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური მძევალი. ისინი ამბობდნენ, რომ მელია უნდა დათანხმდეს გირაოს, ასევე ამბობდნენ, რომ მელიამ თითქოს ხელი უნდა მოაწეროს და ასე შემდეგ. ნიკა მელია არაფერს დათანხმებულა, მას ხელი არაფერზე არ მოუწერია. ეს გამოსასყიდი ჩარიცხა ევროკავშირმა და არა პირობითად, რომელიმე კონკრეტულმა ადამიანმა. ჩვენ ვაგრძელებთ პრინციპულ ბრძოლას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები