პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სრული შემადგენლობით შემოვა​

10.05.21 13:20


„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, სრული შემადგენლობით, პარლამენტში შევა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მათი პოზიცია, როგორ უყურებს კანონპროექტს, ასევე, შემოდის პარლამენტში თუ არა. ამნისტიის კანონპროექტი მიღებული უნდა იყოს კონსენსუსის სახით, ამას მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ვეცდები ამის მიღწევას, მაგრამ არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია. მათი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების სრულყოფილად რეალიზებისთვის. თქვენ მეკითხებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შემოვიდეს თუ არა პარლამენტში? - რა საკვირველია. როცა ხელშეკრულების ერთ პუნქტს დათანხმდი და სხვა პუნქტს არ თანხმდები, პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არარაციონალურთან ერთად, არაადეკვატურია. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, სრული შემადგენლობით, პარლამენტში შემოვა. ვფიქრობ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი მიღებული უნდა იყოს და შარლ მიშელის დოკუმენტი - რეალიზებული“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები