პოლიტიკა

კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში - ნათია თურნავა "ნამახვანჰესზე“

10.05.21 14:00


ეკონომიკის მინისტრი „ნამახვანჰესის“ საკითხზე აცხადებს, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში.


„ჩვენ კანონმდებლობისა და გაცხადებული პრინციპების ფარგლებში ვმოქმედებთ“, – ამბობს ნათია თურნავა და განმარტავს, რომ მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვა, პროცესისადმი ნდობას გააჩენს.

 

„ჩვენ პირველ რიგში მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ ფაქტობრივად, მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები. მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნისა და სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში“, – განმარტა თურნავამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები