პოლიტიკა

თბილისის მასშტაბით დამნაგვიანებელთა გამოსავლენად ფოტოხაფანგები განთავსდება

10.05.21 17:00


თბილისის მერია დამნაგვიანებელთა გამოვლენისა და სანქცირების მიზნით 30 ცალ ფოტოხაფანგს იყიდის-განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე, ქ. თბილისის მერიის სახელით განთავსდა.


პროექტის სავარაუდო ღირებულება 75 000 ლარია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ფოტოხაფანგების განთავსება-გამოყენება მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის პრეროგატივა იქნება. ფოტოხაფანგების მიზანი იმ მოქალაქეების გამოვლენა და შემდგომი სანქცირება იქნება, რომლებიც გარემოს დააბინძურებენ.

 

შესყიდვის ობიექტის აღწერაში მითითებული ფოტოხაფანგების ტექნიკური პარამეტრებიდან ირკვევა, რომ მოწყობილობას ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა როგორც დღის, ისევე ღამის პერიოდში ექნება, შესაბამისად, დაჯარიმდებიან როგორც ფეხით მოსიარულე დამბინძურებლები, ისე – ავტომობილით.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები