მსოფლიო

ილჰამ ალიევი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია, აზერბაიჯანში არ არსებობს ტერიტორიული ერთეული, სახელად მთიანი ყარაბაღი

11.05.21 14:00


კიდევ მინდა ვთქვა, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ბრძოლის ველზე გამარჯვებამ “აიძულა მტერი ფარ-ხმალი დაეყარა”, დანებებულიყო და კაპიტულაციის აქტისთვის ხელი მოეწერა. “10 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი არის კაპიტულაციის აქტი სომხეთის მხრიდან,“- აღნიშნა ალიევმა.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანში არ არსებობს ტერიტორიული ერთეული, სახელად მთიანი ყარაბაღი.

 

“კონფლიქტი მოგვარებულია და ამ საკითხზე დაბრუნებას აზრი არ აქვს. უპირველეს ყოვლისა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარებულა, ეს მისი პრობლემაა. მეორეც, ეს არის ძალიან საშიში მიდგომა. თუ ეს კონფლიქტი არ მოგვარებულა, როგორ უნდა მოგვარდეს? ნიშნავს ეს იმას, რომ 10 ნოემბერს ხელმოწერილმა განცხადებამ ძალა დაკარგა? ასე მესმის ეს“- აღნიშნა ალიევმა.

 

 

 

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები