მსოფლიო
12.05.21 11:15
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ “ჰამასსა” და “პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას” ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე თავდასხმები “ძვირად დაუჯდებათ”.
მისი თქმით, “მათი სისხლი მათსავე ხელებზეა”.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ასობით ობიექტი დაბომბეს და კვლავ განაგრძობენ ტერიტორიაზე იერიშებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა მითითება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.
ღაზის სექტორში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ადგილობრივი და საერთაშორისო მედია 50 წლის ქალის დაღუპვის შესახებ იუწყება. ქალაქში ჩაირთო სირენები და ამოქმედდა ანტისარაკეტო სისტემა, აეროპორტი კი დაიხურა.
პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების, “ჰამასის” ცნობით, თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვეს ისრაელის ავიაგამანადგურებლების მიერ ღაზის სექტორში საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის საპასუხოდ. მანამდე “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელი ღაზაში საცხოვრებელ სახლებს ბომბავს და თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, სწორედ თელ-ავივზე მიიტანდა იერიშს.
მედიის ინფორმაციით, თელ-ავივის გარდა სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებზეც.
ისრაელმა ღაზის სექტორში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 11 მაისის საღამოს დაბომბა, მანამდე კი შიგნით მყოფი მოქალაქეები გააფრთხილა, დაეტოვებინათ შენობა. ისრაელის მტკიცებით, შენობაში, რომელიც მთლიანად დაინგრა, ჰამასის მაღალჩინოსნების ოფისები იყო განთავსებული.
პარალალურად, ისრაელის არმია ამბობს, რომ რომ ყველაფერს აკეთებს, რათა შეიარაღებული დაჯგუფებების პოზიციების დაბომბვისას მშვიდობიანი მოსახლეობა არ დააზარალოს, თუმცა, მისივე განცხადებით, “ჰამასისა” და სხვა დაჯგუფებების პოზიციები მშვიდობიან მოსახლეობას შორის განგებ არის განლაგებული.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24
-
16:1626.03.24
-
15:5026.03.24
-
მამუკა მდინარაძე - საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, იცით?
15:2826.03.24
-
14:5226.03.24
-
14:1726.03.24
-
13:4526.03.24
-
13:1526.03.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
12:5326.03.24
-
12:1026.03.24
-
11:3526.03.24