პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და უკრაინა რჩებიან ახლო მეგობრებად და მოკავშირეებად საერთო, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე

03.06.21 14:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა მჭიდრო მოკავშირეებად რჩებიან.

 

„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა დენის შმიგალთან. განვიხილეთ თანამშრომლობა და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო და უკრაინა რჩებიან ახლო მეგობრებად და მოკავშირეებად საერთო, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე“, - წერს საქართველოს მთავრობის მეთაური.

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები