პოლიტიკა

კახა კუჭავა ბულგარეთის ელჩს შეხვდა

04.06.21 10:15


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დესისლავა ივანოვას შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს.

 

„საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს, საქართველოს მხარეებმა   საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

დესისლავა ივანოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო ის რეფორმები, რაც მისი ელჩობის პერიოდში განხორციელდა.

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ  ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები