პოლიტიკა

დღეს საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

07.06.21 10:00


დღეს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი იწყებს. ედგარს რინკევიჩსი პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

 

მასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს მისი ქართველი კოლეგაც, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

 

საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები