პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

08.06.21 10:40


პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

 

„გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ მიღწეულ პროგრესზე და შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების მიხედვით. ელჩს მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის - ჰუბერტ ქნირში საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია,” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები